სითბოს რეკუპერაცია მნიშვნელოვნად აამაღლებს თქვენი
პირუტყვის პროდუქტიულობას. სითბო, რომელიც წარმოიქმნება
რძის გაციებისას, ჩვეულებრივ იკარგება. Risto-ს სისტემის
რეკუპერატორი იყენებს სითბოს, რომელიც გამოიყოფა რძის
გაციების პროცესში, რის შედეგადაც ხდება წყლოს გათბობა 50-დან
60 გრადუსამდე.
რეკუპერაციის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ეს სითბო
გამოიყენოთ წყლის უფასოდ გასაცხელებლად, რომელიც
შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად, საწველი აპარატის
გასარეცხად.
უჟანგავი ფოლადის ამ ჩამონტაჟებულ სითბოს გადამცემს აქვს
ჰიდროაკუმულატორის ორმაგი განყოფილება. გარეთა მხარე HR
დამზადებულია მახალხარისხიანი უჟანგავი ფოლადისგან. სითბოს
რეკუპერაცია განსაკუთრებულად ეფექტურია.
ცხელი წყლის ტემპერატურა HR კონტეინერში ასევე
დამოკიდებულია გამაციებელი მოწყობილობის ზომაზე და
გაციების დროზე. ჩვეულებრივ პირობებში სითბოს რეკუპერაციის
შედეგად წყალი ცხელდება დაახლოებით 70° C ტემპერატურამდე.
რეკუპერატორის უპირატესობები:
გერმანული წარმოების ცხელი წყლის ავზი. 2 ერთ სისტემაში:
ოფციონალური გამათბობელი უზრუნველყოფს ცხელი წყლის
უწყვეტ მოწოდებას ავზიდან.
ცხელი წყალი თქვენს განკარგულებაშია რძის გაციების
მომენტიდან ძალზე მცირე დროში ("ფენების პრინციპით").
ავზის ტევადობა 150 ლიტრიდან 1000 ლიტრამდე.
კომპლექტში შედის:
> წყლის გამაცხელებელი
> ფირფიტოვანი სითბოს გადამცემი
> ცირკულაციური ტუმბო
> წნევის რელე და თერმოსტატი