პროდუქცია

აპლიკაციები

FAQ

კონტაქტი
 
პასტერიზებული რძის ჩამოსასხმელი ხაზი
პასტერიზებულ რძეს ხშირად ახალ რძეს ან მოუხდელ რძეს უწოდებენ. პასტერიზებული რძის დასამზადებელ ნედლეულს წარმოადგენს ახალმოწველილი ძროხის ან თხის რძე. საბოლოო პროდუქტი წარმოადგენს თხევად რძეს, რომელიც გაწმენდილია მინარევებისგან, შეესა-ბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ჰომოგენიზირე-ბულია, ჩატარებული აქვს ტერმული პასტერიზაცია და გაციება და მზადაა, რათა მიეწოდოს მომხმარებელს.
პასტერიზებული რძის ჩამოსასხმელი ხაზი წარმოადგენს რძის გადასამუშავებელი დანადგარე-ბიდან ერთ-ერთ სეგმენტს, რომლებსაც აწარმოებს
Hangzhou Huihe Machine Facture.
რძის ჩამოსასხმელი ხაზის სადემონსტრაციო ვიდეორგოლი
1. ჩამოსასხმელი პაკეტის სახეობის შესაბამისად კლასიფიცირდება: ჩამოსხმა მინის ბოთლებში, პლასტიკის
ბოთლებში, პლასტიკის კონტეინერებში, პლასტიკით დაფარულ მუყაოს კონტეინერებში, პოლიეთილენის
პაკეტებში და ალუმინის ფოლგით დაფარულ მრავალფენიანი კონტეინერებში.
2. სტერილიზაციის ტიპის შესაბამისად  კლასიფიცირდება: დაბალ ტემპერატურაზე ხანგრძლივი პასტერიზაციის
პროცესი (LTLT), მაღალ ტემპერატურაზე ხანმოკლე პასტერიზაციის პროცესი (HTST) და ორმაგი (სუპერ)
პასტერიზაციის პროცესი.
რძის ჩამოსასხმელი ხაზის კლასიფიკაცია
რძის ჩამოსასხმელი ხაზის ტექნოლოგიური პროცესის სქემა
რძის ჩამოსასხმელი ხაზის ტექნოლოგიური პროცესის დახასიათება
პასტერიზებული რძის ჩამოსასხმელი ხაზი შეიცავს ხუთ სექციას:
1. წყლის მოსამზადებელი სექცია:
რეზერვუარი -- კვარცის ქვიშის ფილტრი -- აქტივირებული ნახშირის ფილტრი -- მექანიკური ფილტრი -- ერთი
ფენა ოსმოსი -- ულტრაიისფერი სტერილიზაცია -- სტერილიზაციის საცავი.
2. ნედლეულის დამუშავების სექცია:
ახალი რძე -- გაცხელება --რძის გასუფთავება.
3. რძის მორევის სტანდარტიზაციის სექცია:
მორევა -- პასტერიზაცია -- ჰომოგენიზაცია -- სტერილური რძის შენახვა.
4. ჩამოსხმის, შეფუთვის და მეორე სტერილიზაციის სექცია:
რძის ჩამოსხმა -- ხელმეორე სტერილიზაცია.
5. CIP ჩამოსასხმელი ხაზის გასარეცხი სექცია:
წყალი წინასწარი რეცხვისთვის -- ტუტოვანი სითხე რძის ნარჩენებისგან გასაწმენდად -- სუფთა წყალი
ტუტოვანი სითხის მოსაცილებლად -- მჟავაგარეული სითხით რეცხვა ორგანული ნარჩენების მოსაშორებლად --
სუფთა წყალი მჟავაგარეული სითხის მოსაშორებლად -- ორთქლის გატარება დეზინფექციისთვის.
რძის ჩამოსასხმელი ხაზის სადემონსტრაციო სურათები
 
ჩვენი მისამართი: თბილისი 0160, სულხან ცინცაძის ქუჩა 28,
ტელ:
+995 568 410929,  +995 595 771344
E-mail: foodimpex2002@mail.ru