პროდუქცია

აპლიკაციები

FAQ

კონტაქტი
 
ჩვეულებრივი კოლოიდური წისქვილი
კოლოიდური წისქვილი შეიძლება დაიყოს უჟანგავი
ფოლადისგან და ნახევრად ფორმირებულ უჟანგავი
ფოლადისგან დამზადებულ კოლოიდურ წისქვილებად.
დანადგარის ძირითადი პრინციპი იმაში მდგომარეობს,
რომ, როცა თხევადი და ნახევრად თხევადი ნივთიერება
გაივლის ფიქსირებულ კბილანებსა და მაღალი სიჩქარის
მქონე გადამტან კბილანებს შორის, ძლიერი ხახუნის და
მაღალი სიხშირის ვიბრაციის ზეგავლენით, ნაზავი
ეფექტურად იფქვება, ქუცმაცდება, გარდაიქმნება
ემულსიად და ხორციელდება მისი ჰომოგენიზაცია. ასე,
რომ, ნაზავის ერთგვაროვნება იდეალურია.
დირექტორია
კოლოიდური წისქვილის კლასიფიკაცია
კოლოიდური წისქვილის სადემონსტრაციო ვიდეო
კოლოიდური წისქვილის სტრუქტურა
კოლოიდური წისქვილის გამოყენება
კოლოიდური წისქვილის მახასიათებლები
კოლოიდური წისქვილის ტექნიკური პარამეტრები
კოლოიდური წისქვილის სადემონსტრაციო სურათები
კოლოიდური წისქვილის კლასიფიკაცია
 
1. სტრუქტურის შესაბამისად: არსებობს ვერტიკალური კოლოიდური წისქვილი და დასაქუცმაცებელი კოლოიდური წისქვილი.
2. წარმოშობის თვალსაზრისის შესაბამისად: არსებობს ჩვეულებრივი კოლოიდური წისქვილები და სანიტარული კოლოიდური წისქვილები.
კოლოიდური წისქვილის სადემონსტრაციო ვიდეო
 
კოლოიდური წისქვილის მუშაობის სადემონსრაციო ვიდეო რგოლი
კოლოიდური წისქვილის სტრუქტურა
კოლოიდური წისქვილის ძირითად მექანიზმებს წარმოადგენენ დასაქუცმაცებელი კბილანები,  ტრანსმისიის განყოფილება და სპეციალური ძრავა. ბირთვის ნაწილში და მექანიკურ ნაწილში ჩამონტაჟებული მოძრავი და ფიქსირებული საფქვავი ქვები, წარმოადგენენ დანადგარის ძირითად საკვანძო მექანიზმებს. ამრიგად, დანადგარის არჩევა ხორციელდება იმის გათვალისწინებით, თუ რა თავდაპირველ მასალას ირჩევს მომხმარებელი. დანადგარი მთლიანად დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან ან შესაბამისი სპეციალური მასალისგან. ძრავი ყოველი მოდელისთვის მზადდება სპეციალურად მისი მახასიათებლების გათვალისწინებით. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული გაჟონვა, ძრავის მილტუჩაზე უნდა დამაგრდეს სამაგრი ფირფიტა.
 
კოლოიდური წისქვილის გამოყენება
 
დანადგარი ფართოდ გამოიყენება:
1.
კვების მრეწველობაში: რძის პროდუქტების, შოკოლადის სოიოს საწებელის, ჯემების, არაქისის კარაქის, კარაქის და წვენების დასამზადებლად.
2. ქიმიურ ინდუსტრიაში: საღებავების, საპოხი ზეთების, ემულგატორების, ფერების ფერმენტების, ემულგირებული რეზინის, ბიტუმის ემულსიის, კატალიზატორის და სხვა პროდუქციის დასამზადებლად.
3. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში: ვირთევზას ღვიძლის ზეთის, ათლეტებისთვის განკუთვნილი ზეთების, ფუტკრის თაფლისა და ყვავილის მტვერის წარმოებისთვის.
4. ყოველდღიურ ქიმიურ მრეწველობაში: ფეხსაცმლის კრემების, კბილის პასტების,  კოსმეტიკის, ბალზამის, საპნის, სარეცხი საშუალებების და სხვა პროდუქტის დასამზადებლად.
კოლოიდური წისქვილის მახასიათებლები
 
მაღალ წნევაზე მომუშავე დანადგარებთან, მაგალითად, ჰომოგენიზატორთან შედარებით, კოლოიდური წისქვილი უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს ცენტრიდანულ ძალაზე მომუშავე დანადგარს. მისი უპირატესობაა მარტივი სტრუქტურა, მოსახერხებელი მომსახურება. კოლოიდური წისქვილი იდეალური დანადგარია საკმაოდ ბლანტი და მსხვილი გრანულების მქონე (არახისი, თხილი და ა,შ.) სამრეწველო ნედლეულის გამოყენებისას. დანადგარის მთავარი ნაკლი მის სტრუქტურაში გამოიხატება. უპირველეს ყოვლისა, როგორც ცენტრიდანული მოძრაობა, ვერ უზრუნველყოფს ნედლეულის უწყვეტ ნაკადს, შესაბამისად ბლანტი მასალებისთვის ნაკადი ძალზე მრავალფეროვანია. მაგალითად,  ერთსა და იმავე დანადგარში, ბლანტი ლაქის და თხელი რძის ნაკადების განაწილება შესაძლოა 10-ჯერ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. გარდა ამისა, სტატორსა და ნედლეულს შორის არსებული ხახუნის მაღალი სიჩქარის გამო, ადვილად ხდება დიდი რაოდენობის სითბოს გენერაცია, რაც ადნობს ნედლეულს. და მესამე, ზედაპირი ადვილად ცვდება და ცვეთის შემდეგ მიღებული რეზულტატი მნიშვნელოვნად გაუფერულდება.
კოლოიდური წისქვილის ტექნიკური პარამეტრები
 
მოდელი
JML-50
JML-80
JML-100
JML-120
JMF-80
JMF-100
JMF-120
JMF-140
JMF-180
ემულსირების სისქე µm
(ერთი ციკლი ან
მულტი-ციკლი)
5~40
3~40
2~40
2~40
3~40
2~40
2~40
2~40
2~40
რეგულირების
დიაპაზონი (მმ)
1-0,01
1-0,01
1-0,01
1-0,01
1-0,01
1-0,01
1-0,01
1-0,01
1-0,01
მიღებული პროდუქტის
რაოდენობა  (ტ/სთ)
ნედლეულის შესაბამისად
0,01-0,2
0,3-1
0,5-2
0,7-3
0,3-1
0,5-2
0,7-3
1-4
2-5
ძრავის სიმძლავრე (კვტ)
1,1
3
5,5
7,5
4
5,5
7,5
11
15
ძრავის ძაბვა (ვოლტი)
380
ბრუნვის სიჩქარე (ბრ/წთ)
2880
საფქვავის დიამეტრი (მმ)
ϕ50
ϕ80
ϕ100
ϕ120
ϕ80
ϕ100
ϕ120
ϕ140
ϕ180
გამოსასვლელი არხის
დიამეტრი (მმ)
ϕ15
ϕ23
ϕ32
ϕ40
ϕ25
ϕ32
ϕ40
ϕ40
ϕ65
გასაციებელი წყლის მილის
დიამეტრი (მმ)
ϕ1/8''
ϕ1/4''
სიგრძე (მმ)
420
520
560
560
640
750
750
820
980
სიგანე (მმ)
280
400
420
420
550
620
620
700
800
სიმაღლე (მმ)
760
900
950
950
1030
1080
1080
1250
1550
წონა (კგ)
45
84
113
135
210
275
295
325
450
შენიშვნები:
1. კოლოიდური წისქვილის ტექნიკური პარამეტრები წარმოადგენენ სტანდარტულ კონფიგურაციას. გთხოვთ
შეგვატყობინოთ ნებისმიერი კონკრეტული მოთხოვნა.
2. JML-50 მოდელი წარმოადგენს ექსპერიმენტულ კოლოიდურ წისქვილს და მას კვების წყაროს სახით
შესაძლებელია მიეწოდოს 220 ვოლტი ძაბვა.
შესაძლებელია ადაპტირებული იქნად შემკვეთის მოთხოვნის შესაბამისად.
კოლოიდური წისქვილის სადემონსტრაციო სურათები
 
 
ჩვენი მისამართი: თბილისი 0160, სულხან ცინცაძის ქუჩა 28,
ტელ:
+995 568 410929,  +995 595 771344
E-mail: foodimpex2002@mail.ru