პროდუქცია

აპლიკაციები

FAQ

კონტაქტი
 
ულტრა მაღალი ტემპერატურის (UHT) სტერილიზატორი
ულტრა მაღალი ტემპერატურის (Ultra High Temperature -
UHT) ან, როგორც ზოგჯერ უწოდებენ ულტრა თერმული
დამუშავების პროცესის დროს, ექსტრემალურად მცირე
დროის მონაკვეთში (დაახლოები 1-2 წამი),
ხორციელდება საკვების ულტრა სტერილიზაცია
მაღალი ტემპერატურის გამოყენებით. ამ დროს
ტემპერატურა აღემატება 135°C (275°F), ეს ის
ტემპერატურაა, რომელიც კლავს სპორებს რძეში.
ულტრა მაღალი თერმული დამუშავების ყველაზე
გავრცელებულ პროდუქტს წარმოადგენს რძე, თუმცა
პროცესი ასევე გამოიყენება ხილის წვენების, ნაღების,
სოიოს რძის, იოგურტების, ღვინის, სუპების, თაფლისა
და რაგუს წარმოების დროს.
დირექტორია
UHT სტერილიზატორის სადემონსტრაციო ვიდეო
UHT სტერილიზატორის გამოყენება
UHT სტერილიზატორის მახასიათებლები
UHT სტერილიზატორის ტექნიკური პარამეტრები
UHT სტერილიზატორის სადემონსტრაციო სურათები
UHT სტერილიზატორის სადემონსტრაციო ვიდეო
 
UHT სტერილიზატორის სადემონსტრაციო ვიდეო
UHT სტერილიზატორის გამოყენება
 
UHT სტერილიზატორი, როგორც წესი, გამოიყენება დაბალი მჟავიანობის შემცველი და გრანულებიანი
პროდუქტის სტერილიზაციისთვის, როგორებიცაა; რძე, ნაღები, კვერცხისგან დამზადებული სითხეები,
შოკოლადი, სიროფი, ნაყინი, მურაბა, ჟელე, ტომატი, სოიოს რძე, პასტისებური საკვები პროდუქტები, ცხიმი ან
კარაქი, ყურძნის ტკბილი, ლუდი, ღვინო, ყავა და სხვა.
UHT სტერილიზატორის მახასიათებლები
 
UHT სახეობის სტერილიზაციის დანადგარები ხასიათდებიან სითბოს რეკუპერაციის მაღალი მაჩვენებლით. ამ
ტიპის დანადგარები გამოირჩევიან კომპაქტურობით, სასიამოვნო სტრუქტურით და ტემპერატურის სტაბილური
კონტროლის სისტემით.
UHT სტერილიზატორის ტექნიკური პარამეტრები
 
მოდელი
RP6L10
RP6L20
RP6L40
RP6L60
ტევადობა (ტონა/სთ)
0,5-1
1,5-2
3-4
5-6
სტერილიზაციის
ტემპერატურა
115-135°C
ორთქლის წნევა (მპა)
<0,4
<0,4
<0,7
<0,78
მაღალი
ტემპერატურის
მიღწევის დრო (წმ)
4-6
4-6
4-6
4-6
დაცლის
ტემპერატურა
<65°C
ძრავის სიმძლავრე
(კვტ)
2,2
2,2
4,0
5,5
დანადგარის ზომები
(მმ)
920x920x1400
1100x1100x1700
1200x1200x1800
1400x1400x2000
წონა (კგ)
280
380
550
700
შენიშვნები:
1. UHT სტერილიზატორის ტექნიკური პარამეტრები წარმოადგენენ სტანდარტულ კონფიგურაციას. გთხოვთ
შეგვატყობინოთ თქვენთვის მისაღები ნებისმიერი კონკრეტული მოთხოვნა.
2. პროცესის პარამეტრები, რომლებიც საჭიროებენ დამკვეთის მიერ დაზუსტებას: ნედლეულის თვისებები,
სტერილიზაციის პროცესი, კონკრეტული მოთხოვნები და ა.შ.
3. დამატებითი მოწყობილობები: ბაკი გაზის აკუმულირებისთვის, ჰაერის კომპრესორი, წყლის დასაგროვებელი
რეზერვუარი და  ორთქლის გენერატორი.
UHT სტერილიზატორის სადემონსტრაციო სურათები
 
 
ჩვენი მისამართი: თბილისი 0160, სულხან ცინცაძის ქუჩა 28,
ტელ:
+995 568 410929,  +995 595 771344
E-mail: foodimpex2002@mail.ru