UNICA 400
მონაცემები და ფოტომასალა განკუთვნილია მხოლოდ დანადგარის გასაცნობად და შეიძლება შეიცვალოს გაფრთხილების გარეშე.
სიგრძე
GE 2450 mm | USA/UK 7,35 ft
სიგანე/სიღრმე
GE 1270 mm | USA/UK 3,81 ft
სიმაღლე
GE 2150 mm | USA/UK 6,45 ft
ელ. სიმძლავრე
6,0 KW
წონა
 
CIP გამრეცხი
NO
საწარმოო მახასიათებლები
მოცარელა, სკამორცა, პროვოლა, კაჩკავალი, სულგუნი, ყველის სხვადასხვა პროდუქტი ახალი ძროხის რძისგან.
მოცარელა პიცისთვის (პიცა ჩიზ).
ტექნიკური მახასიათებლები
მანქანა მთლიანად დამზადებულია  უჟანგავი ფოლადის მარკა inox AISI 304. პროდუქტთან  კონტაქტში
არსებული ნაწილები დაფარულია Teflon PTFE (Teflon Du Pont), რომელიც  სინთეზირებულია  მაღალი
ტემპერატურაზე და მთლიანად შეესაბამება კვების მრეწველობისთვის გამოსაყენებელი მასალების ნორმებს.
უნიკა არის ამრევების სპეციალური სისტემით დაპროექტებული მანქანა და ადაპტირებულია სხვადასხვა
ფორმებისთვის.
ყველის მარცვალი მისი დაქუცმაცების სათავსოში მიეწოდება მექანიკურად, სადაც ვერტიკალურად
რეგულირებადი დანებით აღჭურვილი მბრუნავი დისკოს მეშვეობით ხდება ყველის მარცვლის ჭრა.
აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ნაჭრების ზომების რეგულირება.
ნაჭრები მიეწოდება ხარშვისა და წელვადობის სპეციალურ ბუნკერს, სადაც ორი მოძრავი ამრევის საშუალებით
ყველის მასა იღებს პლასტიკურ და ძაფისებრ ფიბროზულობას
ამრევების ბრუნვის სიჩქარე იმართება რეგულირებადი პანელით და იმის მიხედვით დგინდება, წარმოების რა
მოთხოვნები და მახასიათებლები სჭირდება პროდუქტს გამოსავალზე, როგორი უნდა იყოს მისი ტენიანობის
მაჩვენებლები.
წელვადობის მისაღწევად საჭირო ცხელი წყალი მიიღება მანქანაზე დამონტაჟებული, ინოქსის მარკის უჟანგავი
ფოლადისგან დამზადებული და იზოლირებული ტენებით დაკომპლექტებული წყლის გამაცხელებლით.
წყლის ტემპერატურის რეგულირება ხდება მართვის პანელზე არსებული თერმორეგულატორით. წყლის
მიწოდება ბუნკერში ხდება მანქანის ბორტზე დამონტაჟებული ტუმბოს საშუალებით.
გათვალისწინებულია ხარშვა-წელვადობის პროცესის შემდგომ წყლის მოცილება სპეციალური შემწოვი ტუმბოს
მიერ.
წელვადობისა და ფორმის მიმცემი სექციები ერთმანეთისგან გამოყოფილია ჩამკეტით, რომელიც ..
გილიოტინასპრინციპით მუშაობს.
მანქანას აქვს იზოლირებული სამუშაო ტევადობა, რომელშიც მოთავსებული შნეკიდან, სათანადო წელვადობის
მიღწევის შემდეგ, ყველის მასა შნეკის წნევით ფორმის მისაცემად მიეწოდება შესაბამის მბრუნავ სექციას.
მანქანის უნივერსალურობის მეშვეობით შესაძლებელია ყველის მასისთვის სხვადასხვა სფერული ფორმების
მიცემა. პროდუქტის წონა ვარირებს 5 გრამიდან 500 გრამამდე. ასევე  1000 გრამამდეც, თუ მას მას
ცილინდრისებრი ან მართკუთხა კუბის ფორმა მიეცემა პიცის წარმოებაში გამოსაყენებლად.
უნიკა ყველის მასისთვის განსხვავებული ფორმების მიცემას სხვადასხვა სპეციალური საცმების მეშვეობით
უზრუნველყოფს. შესაძლებელია სხვადასხვა დიამეტრისა და სიგრძის ყველისჩხირების“, „ნაწნავისდა
ჩეჩილისდამზადება.
მთელი ავტომატიკა იმართება მართვის პულტიდან, რომელიც შედის მანქანის კომპლექტაციაში.
უნიკას გამოყენების სიმარტივე განაპირობებს ფორმის მიმცემი საცმების სწრაფ და იოლ ცვლას, მუშაობის
შეჩერების გარეშეც
მანქანა შეიცავს ყველა აუცილებელ უსაფრთხოების სისტემას და შეესაბამება ამ კატეგორიის წესებსა და დასაშვებ
ნორმებს.
ელ. ძაბვა
380 V - 50 Hz