UNICA 400
მონაცემები და ფოტომასალა განკუთვნილია მხოლოდ დანადგარის გასაცნობად და შეიძლება შეიცვალოს გაფრთხილების გარეშე.
უწყვეტი სამუშაო რეჟიმის გასაწელი და ფორმების მიმცემი დანადგარი UNICA 300, სპეციალურად შექმნილია 
საუკეთესო მახასიათებლების მქონე სხვადასხვა სახეობის ყველის დასამზადებლად, როგორებიცაა: მოცარელა
სულგუნი, მოვარელა პიცისთვის (პიცა ჩიზ) და ანალოგიური პროდუქტები.
დანადგარი შეიცავს რამდენიმე სამუშაო სექციას:
ა.  ყველის მასის დაჭრისა და მიწოდების სექცია;
ბ. ხარშვისა და დნობის სექცია;
გ. გასაწელი სექცია;
დ. გაწელვისთვის საჭირო წყლის მოსამზადებელი სექცია;
ე. ფორმირების სექცია.

მუშაობის პრინციპები და მასის დამუშავების ციკლები
მასის დაჭრა და მიწოდება
ამ სექციაში ჩამონტაჟებულია M24 მოდელის ყველის მასის საჭრელი.
M24 მოდელის საჭრელი დამზადებულია შემდეგი მახასიათებლების შესაბამისად:
> ჰორიზონტალური ვარიანტი შედგემა სამი განყოფილებისგან. საჭრელი გამოიყენება, რათა სამუშაო ეტაპის
განმავლობაში შეასრულოს როგორც ნარევის დაჭრა, ასევე მისი არევა. ასევე გამოიყენება სხვადასხვა სიმკვრივის
ხარისხის მქონე პროდუქტის არევის შემთხვევაში.
> ფენის სისქის რეგულირება შესაძლებელია სამუშაოს ნებისმიერ ეტაპზე, დანებს შორის სივრცის
რეგულირების საშუალებით.

მოსახარშ-სადნობი სექცია
ამ განყოფილებაში ერთი შნეკის მექანიკური ბრუნვის საშუალებით, ყველის მასა იხარშება და გადაედინება
გასაწელ სექციაში. შნეკის დიამეტრი, როგორც წესი, 150 მილიმეტრია. კონკრეტული ტექნიკური დავალების
შესაბამისად, შესაძლებელია შნეკის დიამეტრის შეცვლა.
მორევის დროს ყველის მასას ემატება ცხელი წყალი (რიმელიც ისხმება სპეციალური სადინარებიდან), რაც
უზრუნველყოფს მასის გაწელვას და დანამვას. წყლის ტემპერატურა რეგულირდება მომხმარებლის მიერ,
დროის ნებისმიერ მონაკვეთში, მაღალი სიზუსტის მქონე თერმომეტრების დახმარებით, რაც განაპირობებს
სხვადასხვა წელვადობის პროდუქტის მიღების საშუალებას (რაც გავლენას ახდენს ბოჭკოვანობის ხარისხზე).
გასაწელ ნაკვეთურში წყლის დონე რეგულირდება სამუშაოს ნებისმიერ ეტაპზე, გადავსების მილსადენის
დახმარებით, რომელიც საშუალებას აძლევს ოპერატორს გააგრძელოს მუშაობა უკვე გამოყენებული წყლით ან
შეცვალოს წყალი. ტევადობაში წყლის ტემპერატურის კონტროლი ხორციელდება ელექტრონული
თერმორეგულატორით.

გაწელვის სექცია
ამ სექციაში დამონტაჟებული ამოსავლები ბერკეტების მოქმედების შედეგად სრულდება ყველის მასის გაწელვა.
ბერკეტების მოძრაობის სიჩქარე რეგულირებადია მომხმარებლის ინდივიდუალური შეხედულების
შესაბამისად. ამ განყოფილებაში, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ყველის მასის ტენიანობის
ხარისხის კორექტირება. მას შემდეგ, რაც მასა მიიღებს შესაბამის წელვადობის ხარისხს, იგი გამოდის
დანადგარიდან სპეციალური გადმოსატვირთი მილებიდან, რომლებიც აღჭურვილია რეგულირებადი ჩამკეტის
მქონე კარით.

გასაწელი ხსნარის მოსამზადებელი სექცია
დანადგარის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ იგი არ საჭიროებს რაიმე დამატებით წყლის
გამაცხელებლებს ან გარეთა გამაცხელებლებს ქვაბებსა თუ ბოილერებში, ვინაიდან გაცხელება ხდება
ავტომატურად და მართვა ხორციელდება თერმომარეგულირებელი აპარატით, რომელიც აკონტროლებს
ორთქლის იმ ტემპერატურაზე მიწოდებას, რაც ყველის მასის გაჭიმვისათვის არის საჭირო.
დანადგარი დაკომპლექტებულია წყლის 15 ლიტრიანი ტევადობით, რომელიც დაკავშირებულია წყლის
ძირითად გამაცხელებელთან, რათა მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება, რომ აუცილებლობის შემთხვევაში
გამოცვალოს მასის გასაწელი წყალი.

ფორმირების სექცია
ეს სექცია უშუალოდ არის დაკავშირებული ყველის მასის გასაწელ სექციასთან. ეს დანადგარი დამზადებულია
მომხმარებლებისთვის, რომლებიც აწარმოებენ მცირე რაოდენობის ყველს და შესაბამისად არ საჭიროებენ
სტანდარტულ ცალკე ფორმირების დანადგარს. თავისი უნივერსალურობის წყალობით ამ დანადარით
შესაძლებელია პროდუქტების მთელი სპექტრის დამზადება.
10 გრამიდან 550 გრამამდე წონის სფერული ფორმის პროდუქტები - მოცარელა, სკამორცა, პროვოლა,
კაჩკავალი, სულგუნი, ყველის სხვადასხვა პროდუქტი ახალი ძროხის რძისგან.
2000 გრამამდე წონის პარალელეპიპედის ფორმის ყველი, როგორიცაა მოცარელა პიცისთვის (პიცა ჩიზ).