იდეალურად მიესადაგება სხვადასხვა წონისა და ფორმის (სფერული, სწორკუთხა, პარალელეპიპედი
და სხვა) პასტა ფილატას ყველების გასციებას, მაგრამ განსაკუთრებით გამოიყენება პროდუქტისთვის 
მარილის შესაბამისი კონცენტრაციით გასაჯერებლად.
როგორც წესი, მარილწყალის ხაზი ივსება ყველით გაციების ავტომატური ხაზიდან. პროდუქტის
გადაადგილება ხორციელდება სპეციალური საფრქვევიდან მიშვებული წყლის ჭავლით. საფრქვევები
განლაგებულია მილსადენის დანადგარზე ერთ რიგად.
მარილწყლის მიღების შემდეგ, მზა პროდუქტი პოლიეთილენის მუხლუხოსებრი ტრანსპორტირების
ლენტით გამოდის მარილწყლის ხაზიდან და მზად არის კვების მრეწველობაში გამოსაყენებლად.
ლენტა საშუალებას იძლევა მიიღოს პროდუქტი მარილწყლის ხაზის ფსკერიდან და მიაწოდოს იგი
პროდუქტის დასაგროვებელ ტევადობაში ან უშუალოდ ავტომატური ჩამტვირთველით მიაწოდოს
შემფუთავ დანადგარს.
დანადგარის ყველა სამუშაო პროცესის მართვა ხორციელდება ელექტროპანელის საშუალებით,
რომლის კორპუსიც დამზადებულია ინოქსის AISI 304 მარკის უჟანგავი ფოლადისგან IP65 დაცვით.
გაციებისს ხაზი Mod. MS
მონაცემები და ფოტომასალა განკუთვნილია მხოლოდ დანადგარის გასაცნობად და შეიძლება შეიცვალოს გაფრთხილების გარეშე.