მცირე დროით სამუშაო რეჟიმის დანადგარი პასტა ფილატას ყველისთვის.
დანადგარი ამუშავებს ნაჭრებად დაქუცმაცებულ ჩედდერიზებულ შედედებულ ყველს. ყველის ნათალი (რომლის სისქე დამოკიდებულია საბოლოო პროდუქტის სახეობაზე) ცხელ წყალთან ერთად, მიეწოდება დანადგარს. დამუშავებისას შესაძლებელია მასისთვის წელვისა და ტენიანობის ხარისხის ვარირება, ცხელი წყლის რაოდენობისა და ტემპერატურის საშუალებით. ამ პარამეტრების რეგულირება ასევე შესაძლებელია დანადგარის სპეციალური მექანიზმების ("კოჭების") ბრუნვის სიჩქარის საშუალებით. 
დანადგარი შეიცავს:
> ყველის ჩედდერიზებული მარცვლების დასამუშავებელ ტევადობას, ყველის მასის დნობისა და წელვის მექანიზმებს - "კოჭებს".  კოჭების საშუალებით ხდება ყველის მასის ტენიანობისა და წელვადობის ხარისხის რეგულირება.
> გასაწელი მექანიზმების მოტორიზაციას ახორციელებს სიჩქარის რედუქტორთან მიერთებული მოტოვარიატორი.
> შესაძლებელია ტევადობის სრულად გადმობრუნება, მოქმედებაში მოდის სახელურით.
> ელექტრული მართვა შეიცავს ბრძანებებს დაბალი ძაბვის ელექტროძრავისთვის.
> ელექტროპანელი დამზადებულია სპეციალური ბოჭკოვანი მინისგან.
დანადგარი იძლევა მცირე რაოდენობის მასის ოპტიმალური დამუშავების შესაძლებლობას დროის მინიმალურ მონაკვეთში, ოპერატორის დამატებითი ხელით მართვის გარეშე. დანადგარის ექსპლუატაციის სიმარტივე საშუალებას იძლევა, რომ დანადგარი გამოყენებული იქნას ოპერატორის სპეციალური მომზადების გარეშე.
არახანგრძლივი სამუშაო რერჟიმის გასაწელი დანადგარი მბრუნავი კოჭებით Mod. M84C
მონაცემები და ფოტომასალა განკუთვნილია მხოლოდ დანადგარის გასაცნობად და შეიძლება შეიცვალოს გაფრთხილების გარეშე.