დისკრეტული გასაწელი დანადგარი ამოსავლები ბერკეტებით Mod. M30BT
მონაცემები და ფოტომასალა განკუთვნილია მხოლოდ დანადგარის გასაცნობად და შეიძლება შეიცვალოს გაფრთხილების გარეშე.
დანადგარი აღჭურვილია ამოსავლები ბერკეტებით განხორციელებული შერევის სისტემით, რომელიც დაპროექტებულია მაღალი ტენიანობის მქონე წელვადი მასის მისაღებად.
ყველის მასის დაჭრის შემდეგ, მასა მიეწოდება გაწელვის ძაბრს, სადაც ამოსავლები ბერკეტების ბრუნვის მექანიზმის შედეგად იღებს საჭირო წელვადობის ხარისხს.
ყველის მასის დამუშავების სიჩქარე რეგულირდება რეგულატორის საშუალებით, რომელიც ძრავის დამცავ კარტერზეა დამაგრებული. ეს ფუნქცია უზრუნველყოფს პროდუქტის ტენიანობის საჭირო მოთხოვნილებებთან ადაპტირებას.
დნობისა და გაწელვისთვის აუცილებელი ცხელი წყალი უნდა მიეწოდოს საამქროში (ქარხანაში)არსებული საერთო წყლის გამაცხელებლიდან. წყლის მიწოდება ხორციელდება ტუმბოს საშუალებით ან, როგორც ალტერნატივა, ცხელი წყლის გამაცხელებლიდან, რომელიც მონტაჟდება დანადგარის სტრუქტურაში.
წყლის გადმოსხმა ხდება სპეციალური რეგულირებადი კლაპნების საშუალებით და ისხმება წინასწარ მომზადებულ გადმოსასხმელი წყლის ტევადობაში, საიდანაც ტუმბოს დახმარებით სრულდება წყლის ამოტუმბვა შემდგომი გადამუშავებისთვის.
შესაბამისი ტენიანობის ხარისხის მიღების შემდეგ, მზა პროდუქტი, გილიოტინის ფორმის ჩამკეტის გავლით მიეწოდება ფორმირების დანადგარს.