მთავარი
კონტაქტები
უკან დაბრუნება

ჩვენს შესახებ
პროექტები
ფილიალები
TESSA-ს ჩასაბარებლად გამზადებული პროექტები
კომპანია თავის კლიენტებს სთავაზობს მინი ქარხნების წარმოებისა და ექსპლუატაციაში შეყვანის სრულ მომსახურებიდ პაკეტს:

      > საკვები პროდუქტების საწარმოს დაპროექტება
      > დანადგარების წარმოება
      > დანადგარების ადგილზე მიწოდება
      > შეფ-სამონტაჟო სამუშაოები და ქარხნის გაშვება
      > ტექნოლოგიური მხარდაჭერა

ტექნიკური დავალების  ურთიერთშეთანხმების შემდეგ კომპანიის სპეციალისტები მიდიან მომავალი საწარმოოს მდებარეობის ადგილზე, შემდეგი სამუშაოების ჩასატარებლად:

      > ქარხნის დანადგარების დასამონტაჟებელი ადგილისა და პირობების შესწავლა
      > საბოლოო მზა პროდუქციის ჩამონათვალის შეთანხმება
      > შესაფუთი მასალის ჩამონათვალის შეთანხმება
      > ქარხნის დანადგარების ჩამონათვალის შეთანხმება
      > ფასებზე შეთანხმება       

ყველა სამუშაო ხორციელდება შემკვეთის ინდივიდუალური მოთხოვნების, მზა პროდუქციის ადგილობრივი ბაზრის და მოსახლეობის გემოვნების, ასევე მზა პროდუქციის საბოლოო თვითღირებულების გათვალისწინებით. იძებნება თანხის ჩადების ყველაზე ოპტიმალური და მომგებიანი გზები.

კომპანიის სპეციალისტები შეიმუშავებენ და გადასცემენ დამკვეთს ქარხნის ადგილზე მიწოდების პროექტს, რომელიც შეიცავს დანადგარების და ტექნიკური მონაცემების სრულ ჩამონათვალს, დანადგარების განლაგების სქემას, ტექნოლოგიების სქემას, მიწოდების პირობებს, მოწყობილობების გაშვებას და სხვა.

როგორც წესი, დანადგარების ჩამონათვალი შეიცავს არა მხოლოდ საწარმოო დანადგარებს, არამედ ყველა დამხმარე მოწყობილობას: ტუმბოებს, ფილტრებს, კომპრესორებს, საქვაბეს, სამუშაო მაგიდებს, ურიკებს, ინსტრუმენტებს, ლაბორატორიის მოწყობილობებს და ა.შ.
დამკვეთს გადაეცემა რეკომენდაციები შესაფუთი მასალის ხარისხის შესახებ, გაეწევა დახმარება შესაფუთი მასალის მიმწოდებლების მოსაძიებლად.

მოსამზადებელ პერიოდში დამკვეთი, კომპანია
TESSA-ს მიერ გადაცემული სქემების მიხედვით ასრულებს სადინარების, ელექტროობის და წყლის კომუნიკაციების გაყვანას, ასევე მოჰყავს შენობა საკვები საწარმოების მოთხოვნებთან შესაბამისობაში (განათება, ვენტილაცია, შეღებვა, იატაკის დაგება და სხვა).

დანადგარების დამზადების შემდეგ ხორციელდება მათი ჩატანა დამკვეთის ობიექტზე. კომპანიის წარმომედგენლების მეორე ვიზიტისას სრულდება ქარხნის სამონტაჟო სამუშაოები და დანადგარების გაშვება. მესამე ვიზიტი უკავშირდება კომპანიის ტექნოლოგის სამუშაოებს, ხორციელდება პირველი პროდუქციის გამოშვება და დამკვეთის პერსონალის სწავლება.

კი დამკვეთს არა აქვს საწარმოო შენობა, კომპანიას შეუძლია შეიმუშაოს მინი ქარხნის სპეციალურად მოწყობილ მოდულში მიწოდების პროექტი, რომნელიც შედგება ერთი ან რამდენიმე კონტეინერისგან. მოდულის შიდა სივრცე წარმოადგენს საწარმოო საამქროს, რომელიც შესაბამისობაში საკვები საწარმოების ყველა მოთხოვნასთან. მზა პროდუქტის შენახვა შესაძლებელია გამაციებელ კონტეინერ-რეფრიჟერატორში.

კომპანია
TESSA უზრუნველყოფს ქარხნების საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მომსახურებას, უზრუნველყოფს სათადარიგო ნაწილებით მომარაგებას, ასრულებს ტექნოლოგიურ მხარდაჭერას და კონსულტაციებს.
მთავარი გვერდი        კონტაქტები        კომპანია        პროექტები        ფილიალები        კონფიდენციალურობა        საიტის რუკა
თბილისი 0160, სულხან ცინცაძის ქუჩა 28, ტელ: +995 568 410929,   +995 595 771344   E-mail: foodimpex2002@mail.ru