რძის პროდუქტების საწარმოო მინი ქარხნები
მინი ქარხნები წარმადობით
500 - 1000 ლ/ცვლაში
მთავარი
კონტაქტები
უკან დაბრუნება
მინი და საშუალო ქარხნები წარმადობით 500 - 8000 ლ/ცვლაში
მრავალფუნქციური მინი ქარხნები, რომელთა წარმადობაა 500-1000 ლიტრი რძე ცვლაში...
რძის მინი ქარხნების ყველაზე პოპულარული სერია - საშუალო წარმადობის რძის ხაზები  500-8000 ლიტრი რძე ცვლაში...
ქარხნები წარმადობით
10 000 - 50 000 ლ/ცვლაში
კომპანია TESSA აწარმოებს მაღალი წარმადობის რძის ქარხნებს  10 000-50 000 ლიტრი რძე ცვლაში...
კომპანია TESSA ამზადებს სხვადასხვა წარმადობის მქონე რძის გადამამუშავებელი მინი ქარხნების ფართო სპექტრს - დაწყებული 500 ლიტრიდან 50 000 ლიტრამდე ცვლის განმავლობაში. სამრეწველო ნედლეულად შეიძლება გამოყენებული იქნას ჩვეულებრივი ძროხის რძე ან ცხიმმოხდილი რძე, ასევე რძის ფხვნილი.

ხაზები გათვლილია პრაქტიკულად ყველა პოპულარული სახეობის მზა რძის პროდუქტის წარმოებაზე: პასტერიზებული რძე, კეფირი, იოგურტი, ნაღები, არაჟანი, ხაჭო, თეთრი ყველი, კარაქი და სხვა.

მინი ქარხნები აღჭურვილია დასრულებული ტექნოლოგიური ციკლისთვის აუცილებელი ყველა დანადგარით, რომლებიც შეიცავენ მოწყობილობებს რძის მისაღებად და გასაციებლად, პასტერიზაციისთვის, სეპარაციისთვის, შესადედებლად, მზა პროდუქტის შესაფუთად. გარდა ამისა, ხაზები დაკომპლექტებულია ყველა აუცილებელი დამხმარე აგრეგატით და აღჭურვილობით: კომპრესორებით, ბოილერებით, ტუმბოებით, ფილტრებით, დამხმარე ტევადობებით, რძის მილებით, ელექტროკომუნიკაციებით.

კომპანია
TESSA ახორციელებს პროექტებს და ამზადებს მოწყობილობებს დამკვეთის ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე - მინი ქარხნის განთავსების პირობების, შესაფუთი მასალის სახეობის, ნედლეულის ხარისხისა და რაოდენობის, მზა პროდუქციის ასორტიმენტის, პროდუქტის გემოს ხარისხის მოთხოვნის შესაბამისად.

კომპანია ახორციელებს არა მხოლოდ მოწყობილობების მიწოდებას, არამედ მათ მონტაჟს, პირველი პროდუქციის გამოშვებას, პერსონალის სწავლებას, რძის პროდუქტების დამზადების ტექნოლოგიის გადაცემას.

ყველა ძირითადი აგრეგატი და კვანძი, ტევადობები, მილგაყვანილობა და კვების პროდუქტთან შეხებაში მყოფი ყველა დეტალი დამზადებულია მაღალი ხარისხის საკვები უჟანგავი ფოლადისგან.
მთავარი გვერდი        კონტაქტები        კომპანია        პროექტების ჩაბარება        ფილიალები        ინფორმაციის დაცვა        საიტის რუკა
თბილისი 0160, სულხან ცინცაძის ქუჩა 28, ტელ: +995 568 410929,   +995 595 771344   E-mail: foodimpex2002@mail.ru