კომპანია დანადგარები სიახლეები მეორადი დაზგები
კომპანია COMAT წარმოადგენს გამოცდილებისა და საიმედოობის საწინდარს რძისა და ყველის მრეწველობისთვის განკუთვნილი დანადგარების, საწარმოო ხაზების, ავტომატური მოწყობილობების პროექტირებისა და წარმოების სფეროში.

ორი თაობის გამოცდილება აერთიანებს განუწყვეტელ ძიებასა და ინოვაციების განვითარებისკენ სწრაფვას, უზრუნველყოფს ხარისხს და  განუწყვეტელ თანამშრომლობას ჩვენ კლიენტებთან, რომლებმაც საშუალება მისცეს კომპანიას
COMAT გაეშალა ახალი ჰორიზონტები და მოეცვა ახალი ბაზრები, განემტკიცებინა საინჟინრო-მექანიკური ეტალონის ხარისხი "დამზადებულია იტალიაში", გლობალურ საბაზრო ეპოქაში გამოეჩინა თავი რძისა და ყველის მრეწველობაში. 1990 წლიდან, კომპანია ყოველწლიურად ანახლებს და აფართოებს თავის ტექნიკურ პოტენციალს.

ბაზარი აღიარებს კომპანიის
COMAT მოწინავე პოზიციებს, რომელიც მიზნად ისახავს გაამყაროს ტავისი პოზიციები, გაზარდოს ინვესტიციები უახლესი ტექნოლოგიების დასანერგად, შექმნას განვითარებული და ხელმისაწვდომი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემები, მოწინავე სერვისის სამსახური, ინდივიდუალური ყურადღება მიაქციოს ყოველ ცალკეულ დანადგარსა და საწარმოო ხაზს.

1998 წელს კომპანიას COMAT მიენიჭა ხარისხის სისტემის UNI ISO სერთიფიკატი წარმოების ყველა ეტაპის სპეციფიკაციით, პროექტირებით დაწყებული და ტესტირებით,  დანადგარის კლიენტის საწარმოო ფართზე საექსპლუატაციოდ გამართვით დამთავრებული. ISO 14001 სერთიფიკატი კომპანიამ COMAT მიიღო
2010 წელს.

COMAT ასრულებს დანადგარების პროექტირებასა და წარმოებას ევროკავშირის დირექტივებისა და რეგლამენტების შესაბამისად. კომპანია ასევე ითვალისწინებს იმ ქვეყნების დირექტივებს, სადაც ახორციელებს თავისი დანადგარების მიწოდებას.

კომპანიის ინჟინრებს შეუძლიათ შეიტანონ კონსტრუქციული ცვლილებები და კორექტირებები დანადგარებში ან საწარმოო ხაზებში და მოახდინონ მათი ადაპტირება ნებისმიერი ბაზრის ნორმატივებისა და წესების შესაბამისად.
ბრენდი - ორი თაობა
COMAT brand is property of P.C.A. srl Company - P. IVA / VAT IT03204320653 / თბილისი, სულხან ცინცაძის 28 (ყოფილი საბურთალოს 40).
ტელ:
568 410929. E-mail: info@comat.ge
ქართული  |  Русский